კომუნიკაციის მარტივი, სწრაფი, უსაფრთხო სივრცე

Self Talk

asd

ჩემი ჭკვიანი

HR APP

asd

დოკუმენტების ახალი მოდული

HRM სისტემისგან

asd

HR ადმინისტრირება & ანალიტიკა

მართე შენი კომპანიის HR ადმინისტრაციული ოპერაციები მარტივად და მიიღე შენთვის საჭირო ანალიტიკური რეპორტები ნებისმიერი ადგილიდან.
asdasd

ნამუშევარი დროის აღრიცხვა

აღრიცხე თანამშრომლების ნამუშევარი დრო სხვადასხვა მეთოდით, მართე გრაფიკები დააგენერირე კანონით მოთხოვნილი ნამუშევარი დროის რეპორტი და გააცანი თანამშრომლებს ერთი კლიკით.
asdasd

Payroll

შექმენი სახელფასე სტრუქტურა და განსაზღვრე ფიქსირებული და საათობრივი ხელფასის გაანგარიშების ლოგიკა, ფორმულები და მართე კომპანიის ხელფასები და ბენეფიტები მარტივად.
asdasd

Self სერვისი

მიეცი თანამშრომლებს შესაძლებლობა თავისი კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან მართონ პირადი აპლიკაციები: მოითხოვონ შვებულება, გახსნან ბიულეტენი, გაეცნონ და დაადასტურონ მათთვის განკუთვნილი დოკუმენტები და სხვა.
asdasd

შიდა კომუნიკაციები

მართე თანამშრომლებთან კომუნიკაცია სელფის ჭკვიანი სისტემით. გააცანი კომპანიის სიახლეები, მიაწოდე მათთვის საჭირო დოკუმენტები, მიულოცე დაბადების დღეები და სხვა.
asdasd

ბლოგი

err

SELF.GE- ქართული სტრარტაპის ერთ წელიწადში მიღწეული წარმოუდგენელი ზრდა

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს სტარტაპს Self.ge-ს, რომელიც HRMS-პლატფორმას წარმოადგენს და კომპანიებს ადამიანური რესურსის მართვის ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი, ნინო ფეიქრიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კომპანიები IT-მიმართულებით ქართულ პროდუქტებს ნაკლებად ენდობოდნენ და უპირატესობას გამოცდილ საერთაშორისო სისტემებს ანიჭებენ, Self.ge-ს პროდუქტმა და მომსახურებამ მოახერხა და მომხმარებელთა ნდობა და აღიარება მოიპოვა. „ჩვენთვის საამაყოა, რომ სელფის სისტემით 150 კომპანიის 36 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა." - აღნიშნავს ნინო.

Self.ge-მა შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს სელფი აერთიანებს 150-ზე მეტ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება), პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის“.

და მაინც, რამ განაპირობა ამ პლატფორმის ასეთი წარმატება? Self.ge-მ ბაზარს ყველასგან განსხვავებული სისტემა შესთავაზა, რომელიც რამდენიმე ძირითადი უპირატესობით გამოირჩევა: უპირველეს ყოვლისა, ესაა დაცულობის მაღალი ხარისხი, რომელსაც სტარტაპის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერთა გუნდი უზრუნველყოფს. გარდა მონაცემთა ბაზების დაცულობისა, Self.ge-ს სისტემა მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა, რაც მის ორგანიზაციაში დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად აადვილებს.

და ბოლოს, რაც ალბათ ამ სისტემას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის, მუდმივად განახლებადი ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები ყოველთვიურად ხედავენ. რამდენიმე თვის წინ Self.ge-ს პლატფორმაზე განხორციელებული ვერსიის მორიგი განახლების შემდეგ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა შიდა კომუნიკაციის მოდული, რომლის დახმარებით, პერსონალის აღრიცხვისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გარდა, კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სისტემიდან გააცნონ სიახლეები თავიანთ თანამშრომლებს და სამსახურებრივ საკითხებზე ეკონტაქტონ.

ნახე მეტი

err

როგორ უნდა დავიწყოთ HR ბიზნეს პროცესების გაციფრულება, რჩევები SELF.GE-ისგან

იმისთვის რომ HR-ის ციფრული ტრანსფორმაცია სწრაფად, მარტივად და წარმატებულად განახორციელოთ კომპანიაში, აუცილებელია დასაწყისშივე სწორად დაგეგმოთ ეს პროცესი.

პირველ რიგში, გააანალიზეთ თქვენი კომპანიის HR ბიზნეს პროცესები და დაგეგმეთ მათი გაციფრულების თანმიმდევრულობა - აუცილებელია გესმოდეთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის დასაწყებად, მნიშვნელოვანია პოროცესების სტანდარტიზაცია. განსაზღვრეთ, თუ რომელ ამოცანებზე გეხარჯებათ ყველაზე მეტი დრო. ეს გარკვეულწილად დამღლელი მოსამზადებელი სამუშაო მნიშვნელოვანია, რადგან გეხმარებათ დაინახოთ ნათელი სურათი თუ რამდენ დროს დაზოგავს HR-ის ციფრული ტრანფორმაცია თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში

აირჩიეთ ციფრული პლატფორმა, რომელიც აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს - ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ციფრული HR სიტემა, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები და მორგებული იყოს თქვენ ბიუჯეტზე. დღევანდელ ცვალებად გარემოში, არჩევანი შეაჩერეთ ისეთ სისტემებზე, რომლებიც სწრაფად ადაპტირდებიან ბიზნესის ცვალებად მოთხოვნებზე.

მოამზადეთ მონაცემთა ბაზები - იმისთვის რომ სისტემა დროულად გამართოთ, მოამზადეთ მონაცემთა ბაზები, რათა ერთბაშად შეიყვანოთ ისინი სისტემაში და მოიყვანოთ სისტემა მზადყოფნაში. სამუშაო საათები, ორგანიზაციული სტრუქტურა, შვებულებები, პერსონალური მონაცემები და ა.შ. ეს პროცესი ძალიან შრომატევადია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ამ სამუშაოების ჩატარება.

მოამზადეთ გუნდი HR-ის ციფრული ტრანსფორმაციისთვის - სისტემის წარმატებით დანერგვაში, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მენეჯმენტისა და თანამშრომლების მზაობას. ყველა კომპანიას ვურჩევთ, წინასწარ გააკეთოს კომინიკაცია, რომ იწყებენ HR პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას. აუცილებელია გუნდი მოვამზადოთ ამ პროცესისათვის. თუ სურვილი და მიმღებლობა მაღალია, ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

და ბოლოს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საფეხური გაწერეთ გეგმად - მიანიჭეთ თარიღები და მიჰყევით ამ გეგმას. დროში ზუსტად გაწერილი პროცესი დააჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას თქვენს კომპანიაში.

უახლოეს მომავალში, ყველა კომპანიას მოუწევს HR პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, რათა დიდხანს დარჩეს კონკურენტული, რატომ? იმის გამო, რომ ციფრული სამყარო სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და დროთა განმავლობაში აუცილებელია თანამშრომლებმა კომპანიისგან საშუალოზე მაღალი მომსახურეობა მიიღონ.

ნახე მეტი

800+ პარტნიორი

asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd
asd